პოლიციამ ”სპარის” თანამშრომლის დაჭრის საქმეზე წარსულში ნასამართლევი პირი დააკავა

28 იანვარი 2020, 10:37 1730 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, 35 წლის მამაკაცი დააკავეს. ის წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფია. 

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 27 იანვარს, თბილისში, მარკეტი "სპარის" კონსულტანტს ორი დღით ადრე მომხდარი კონფლიქტის ნიადაგზე, დანით სხეულზე ერთი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაჭრილი მამაკაცი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, დანაშაულის ჩადენის იარაღი - დასაკეცი დანა, ასევე, პნევმატური პისტოლეტი და გადაჭრილი ორლულიანი სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღო.

ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი