საქალაქთაშორისო მნიშვნელობის მოუწესრიგებელი და საფრთხის შემცველი გზის მონაკვეთი ხელვაჩაურში. ტროტუარის, შუქნიშნების, ქვეითთა გადასასვლელისა და სანიაღვრე არხის გარეშეა გზა, სადაც მოძრაობა დროის ნებისმიერ მონაკვეთში ინტენსიურია.
სწორედ ამიტომ გახშირებულია ავარიები, რომლებიც ხშირად ფატალურად სრულდება. გზასთან ახლოს მცხოვრები ოჯახები შესაბამის უწყებებს უკვე წლებია თხოვენ დახმარებას, თუმცა მათი რეალობა კვლავ უცვლელია. სწორედ ამ რეალობაზე ჩვენმა გუნდმა დღეს კიდევ ერთ რეპორტაჟი მოამზადა, შესაბამისი უწყებისგან კი პასუხს ამ დრომდე ველოდებით.