ზუგდიდში პოლიციამ 65 წლამდე ასაკის მამაკაცი დააკავა, რომელსაც ბრალად 22 წლის ქალის გაუპატიურება ედება.
ნათესავები პირად საუბრებში ამბობენ, რომ გოგონა შშმ პირია. მას უკვე ჩაუტარდა ყველა საჭირო ექსპერტიზა, მათ შორის დნმ ანალიზიც.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ პოლიციამ 1955 წელს დაბადებული პირი დააკავა, რომელსაც გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რაც გაუპატიურებას გულისხმობს.
''დაპირისპირების თავიდან არიდების მიზნით პოლიციამ პრევენციული ღონისძიებები გაატარა და ადმინისტრაციული წესით 3 პირი დააკავა'' - აცხადებენ სამინისტროში.
დანაშაულში ბრალდებული 22 წლის ქალის მეზობელია.