ხვალ კლასიკური მუსიკის ფესტივალი გაიხსნება

16 სექტემბერი 2016, 00:00 4490 ნახვა

ხვალიდან მომდევნო 5 დღის განმავლობაში ბათუმი კლასიკური მუსიკის  ფესტივალს  უმასპინძლებს, რომლის მთავარი მასპინძელიც ელისო ბოლქვაძე იქნება. ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ ცნობილი ქართველი და უცხოელი მუსიკოსები, უკვე ბათუმშია ცნობილი ამერიკელი დირიჟორი ფილი მანი, რომელიც   ფესტივალის  გახსნის  დღეს  ელისო ბოლქვაძის კონცერტს უდირიჟორებს. რიგით  მეოთხე ფესტივალის  განსაკუთრებული სტუმარია  ევროპის ფესტივალების ასოციაციის პრეზიდენტი, დარკო ბრლეკი, რომელიც  ახალგაზრდა მუსიკოსებისთვის მასტერკლასს  ჩაატარებს, და მონაწილეობას მიიღებს  ფესტივალის  გახსნის  ცერემონიაშიც. “ბათუმი მიუსიქ ფესტის” პირველი კონცერტი საქველმოქმედო იქნება და შემოსული თანხა  ახალგაზრდა ნიჭიერი  მუსიკოსების მხარდაჭერას მოხმარდება. კონცერტების პარალელურად ელისო ბოლქვაძე  და  ფესტივალის  სხვა  სტუმრები დამწყები მუსიკოსებისთვის მასტერკლასებს  ჩაატარებენ. 

მარი ბოლქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში