გომარდულმა დამსვენებლების მიღება ვერც ამ სეზონზე შეძლო. სამთო -სათხილამურო კურორტამდე ბათუმიდან სულ რაღაც 65 კილომეტრის გავლა დაგჭირდებათ, თუმცა ტურისტები ახლა ამ მარშრუტს აღარ გადიან. მიუხედავად ტრასების ასამოქმედებლად საკმარისი თოვლისა, სეზონი არ გახსნილა. კოტეჯები ცარიელია. დამსვენებლებს ამაოდ ელიან საოჯახო სახლებიც.
სააქციო საზოგადოება „გომარდულის“ ქონებას ყადაღა 2018 წელს მოეხსნა, ჩამოეწერა მილიონ სამასი ათას ლარამდე დავალიანებაც, თუმცა პრობლემად დარჩა მიწის გადასახადი. გადასახადმა ათვლა თავიდან დაიწყო და თითქმის 60 000 ლარი გახდა. ხელახლა დაგროვილი დავალიანების გამო სააქციო საზოგადოება ისევ დააყადაღეს
სპორტული ტურიზმის პოტენციალის კვლევისთვის აჭარის მთავრობამ 200 ათას ევროზე მეტი დახარჯა. ამავე ბიუჯეტით მომზადდა კონცეფცია, რომელმაც კურორტი ოთხივე სეზონზე უნდა დატვირთოს, ეს კი სპორტული და რეკრეაციული ტურიზმის განვითარებას გულისხმობს. რატომ არ იხდიან დავალიანებას აქციონერები, რატომ დაკარგეს მათ ინტერესი გომარდულის მიმართ და როგორია სახელმწიფოს მიდგომა