კორუფციის აღმოფხვრის კუთხით საქართველოში მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა. "კორუფციის აღქმის ინდექსით" საქართველომ ორი პოზიციით უკან დაიხია. "საერთაშორისო გამჭირვალობის" 2019 წლის კვლევაში, რომელიც 180 ქვეყანას მოიცავს, საქართველოს 56 ქულა აქვს და 44-ე ადგილს იყოფს კოსტა-რიკასთან, ჩეხეთთან და ლატვიასთან. ოპოზიცია ელიტურ კორუფციაზე აკეთებს აქცენტს, განსხვავებული მოსაზრება აქვს მმართველ გუნდს. მესამე სექტორის განცხადებით, კორუფციის აღქმის ინდექსის შედეგები საქართველოს ანტიკორუფციული რეფორმების შეფერხებაზე მიუთითებს.