“ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობის” ეკონომიკური ხედვები

16 სექტემბერი 2016, 00:00 4918 ნახვა

ნინო ბურჯანაძე “დემოკრატიული მოძრაობის” ოფისში დღეს ეკონომიკური პროგრამის პრეზენტაცია მოეწყო. პარტიიდან, უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარობის კანდიდატი, ბათუმის 68 ე ოლქში ლევან ჯინჭარაძე ამბობს, რომ გამარჯვების შემთხვევაში აჭარაში 67 ათასზე მეტ ახალ სამუშაო ადგილს შექმნიან, რომელიც მისი განმარტებით, ძირითადად სოფლის მეურნეობის და მრეწველობის დარგებში შეიქმნება, კერძოდ, ხელი შეეწყობა პერსპექტიული კულტურების მოშენებას და აჭარაში არსებული  საწარმოების პოტეცნიალის გაფართოებას.

ფირუზ ბოლქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში