''ბიძინას ბოსტანი“ - პროტესტი პარლამენტთან ტერიტორიის შემოღობვის გამო

22 იანვარი 2020, 20:15 1259 ნახვა

''თბილისის კედლად“ წოდებული რკინის ბარიერის შემდეგ, კახი კალაძემ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია მწვანე ღობით შემოსაზღვრა. რეაბილიტაციის საბაბით საპროტესტო ეპიცენტრი ჩაიკეტა. მანამდე ტერიტორიიდან კარვები, ატრაქციონების განთავსების მოტივით აიღეს. ასეთი ქრონოლოგიის ფონზე  კი თბილისის მერიაში ირწმუნებიან, რომ ეს ჩვეულებრივი ცენტრალური ადგილია და არაფერ შუაშია პროტესტთან. 

თბილისის მთავრობა ტერიტორიის კეთილმოწყობას აანონსებს, მაგრამ კალაძის მოადგილე სამუშაოების დასრულების ზუსტ ვადებს არ აკონკრეტებს.  ღობის აღმართვის მიუხედავად პროტესტის გაგრძელებას აპირებს მალხაზ მაჩალიკაშვილი. ხელისუფლების ოპონენტებიც ამბობენ, რომ ეს საპროტესტო მუხტს ვერ შეაჩერებს. დღესვე გაჩნდა ჯებირებზე საპროტესტო წარწერები.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი