დაპირისპირება ოპოზიციაში - კრიტიკა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის გრიგოლ ვაშაძის მისამართით ისმის, რომელმაც განაცხადა, რომ პროპორციული სისტემის დაპირება, რაც ივანიშვილმა გასცა, თუმცა არ შეასრულა, მისი პარტიის დამსახურებაა. ამის გამო ვაშაძე გააკრიტიკა „გირჩმა.“ ზურა ჯაფარიძე პირდაპირ ამბობს, რომ ვაშაძის განცხადების გამო მასთან ურთიერთობას წყვეტს.
ვაშაძეს აკრიტიკებს ალეკო ელისაშვილიც. არ ეთანხმებიან „სირცხვილიას“ აქტივისტები. განცხადება გაავრცელა „ევროპულმა საქართველომ.“ პარტიამ პირველ რიგში ხაზგასმით აღნიშნა, რომ პირობის დადება ქართული საზოგადოების აქტიურობისა და სიმამაცის დამსახურებაა.
ამ ვითარებაში კი ნებისმიერი პოლიტიკური ძალის მხრიდან ამ შეუსრულებელი პირობის დადების საკუთარ თავზე მიწერა, რბილად რომ ვთქვათ, არაკორექტული და არასწორია. ამასთან აღნიშნავენ, რომ ახლა რაიმე წინაპირობების დაყენების დრო არაა და ყველა ივანიშვილის წინააღმდეგ უნდა გაერთიანდეს.