საპროკურორო საბჭოს სხდომის დაწყებამდე სამოქალაქო აქტივისტებმა პროკურატურასთან საპროკურორო საბჭოში ირაკლი შოთაძის კანდიდატურის დასახელება გააპროტესტეს. ყოფილი მთავარი პროკურორის უწყებაში მეორედ მოსვლისთვის სასათბურე პირობების შექმნასა და დანარჩენთა დისკრიმინაციაზე საუბრობენ კონკურენტები.
მთავარი ბრალმდებლის პოსტზე სულ პრეტენზიას 16 კანდიდატი აცხადებს, ერთმა დღეს ირაკლი შოთაძის სასარგებლოდ კანდიდატურა მოხსნა. საპროკურორო საბჭო ამ დრომდე მსჯელობს არანაკლებ სამი კანდიდატის შესარჩევად, რომელიც დასამტკიცებლად პარლამენტს გადაეგზავნება. ოპოზიცია პროცესს არ ენდობა და მას ბოიკოტს უცხადებს.