კრიმინალური სუბკულტურა და არაფორმალური მმართველობა ციხეებში - მწვავე ანგარიში

21 იანვარი 2020, 20:30 1795 ნახვა

წულუკიანი ლომჯარიას წინააღმდეგ - დაახლოებით ასეთი ფორმა მიიღო დღეს საკომიტეტო მოსმენამ, სადაც ომბუდსმენმა სპეციალური მონიტორინგის შედეგები წარადგინა. სახალხო დამცველი ამბობს, რომ ციხეებში არაფორმალური მმართველობის ფაქტები ფიქსირდება. საუბრობს ე.წ. მაყურებლებზე , „საწევროსა“ და ზეწოლაზე. ანგარიშში საუბარია, 4 პენიტენციურ დაწესებულებაზე და იმაზე, რომ ციხის კრიმინალური სუბკულტურა პატიმრებს არასათანადო მოპყრობის, მათ შორის ფიზიკური და მძიმე ფსიქოლოგიური ძალადობის საფრთხეს უქმნის.

ასეთი მძიმე ანგარიშის ფონზე იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, რომელმაც თავად მოითხოვა დღეს პარლამენტში მისვლა, პრაქტიკულად პოლიტიკურ ოპონირებას ცდილობდა, ომბუდსმენს შეიძლება ითქვას ოპონენტად აღიქვამდა და მას საპირისპირო ასე ვთქვათ - მტკიცებულებებს უსაჯაროვებდა. აჩვენა ვიდეო, სადაც სახალხო დამცველის წარმომადგენლის ქცევაა ასახული. ამ ვიდეოს დაარქივების კანონიერებას ახლა ომბუდსმენი შეისწავლის, წულუკიანი კი პროკურატურას მიმართავს გამოიძიოს ომბუდსმენის ინფორმაცია ე.წ. მაყურებლებსა და ობშიაკებზე.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი