ავარიული სახლი ქალაქის ცენტრში, ბარათაშვილის ქუჩაზე 13 ოჯახი შიშის ქვეშ ცხოვრობს. მობინადრეები ამბობენ, რომ 200 წლის სახლი დღითიდღე ინგრევა, ჩნდება ბზარები, თუმცა როგორც თავად ირწმუნებიან არაერთი თხოვნის მიუხედავად, არც ერთი სახელმწიფო უწყება მათი პრობლემით არ დაინტერესებულა. მერიაში აცხადებენ, რომ პრობლემის შესახებ იციან, მაგრამ კონკრეტულ ნაბიჯებს, მხოლოდ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის შემდეგ გადადგამენ. ამ ეტაპზე მოქალაქეები უსაფრთხოების, მერია კი დეველოპერის მოლოდინში არიან.