ხვალ, 22 იანვარს აჭარაში ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება, სანაპირო ზოლში იწვიმებს, მთაში ძლიერად ითოვებს.
ინტენსიური თოვლია მოსალოდნელი გომარდულსა და გოდერძის უღელტეხილზე.
კონკრეტულად 22 იანვარს
ბათუმი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. წვიმა. დასავლეთის ძლიერი ქარი 17-22 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა: ღამით +4 დღისით +7 გრადუსი.
ქობულეთი - პერიოდულად ღრუბლიანობის მომატება. წვიმა. იქროლებს დასავლეთის ქარი 17-12 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა: ღამით +2 დღისით +5
შუახევი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. თოვლი. დასავლეთის ქარი 0-15 მ/წმ, ჰაერის ტემპერატურა: ღამით +1 დღისით +4
ხულო - პერიოდულად ღრუბლიანობის მომატება. თოვლი. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ჰაერის ტემპერატურა: ღამით -2 დღისით +1
ქედა - პერიოდულად ღრუბლიანობის მომატება. თოვლი. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ჰაერის ტემპერატურა: ღამით +2 დღისით +4
გოდერძის უღელტეხილი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. თოვლი, ქარბუქი. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ჰაერის ტემპერატურა: ღამით -8 დღისით -5
ფოტო: Wild horn