ივანიშვილის პრემიერად დაბრუნება „ოცნებას“ ვერ უშველის - არმაზ ახვლედიანი

18 იანვარი 2020, 18:12 1680 ნახვა

დემოკრატიული აუდიტის ცენტრის ხელმძღვანელი და ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს ყოფილი წევრი, მმართველ გუნდში საკადრო ცვლილებებს ბიძინა ივანიშვილის გეგმას უწოდებს. არმაზ ახვლედიანი ამბობს, რომ ამ პირობებში გახარიას წასვლა მოსალოდნელია. მისი განცხადებით ივანიშვილის პრემიერის პოსტზე დაბრუნება „ქართულ ოცნებას“ ვერ გადაარჩენს და ერთადერთი რაც ბიძინა ივანიშვილმა უნდა უზრუნველყოს მომავალი არჩევნების დემოკრატიული ჩატარებაა.

შეგახსენებთ, მედიაში გავრცელდა გიორგი გახარიას გადადგომის შესახებ ინფორმაცია, რაც პრემიერმა არც უარყო  და არც დაადასტურა.  მედიაში მის პოტენციურ ადგილმონაცვლედ   2 კანდიდატს ასახელებენ:   „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს და პარლამენტის თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი