17 სექტემბერს ხელოვნების ცენტრში ბათუმის კლასიკური მუსიკის ფესტივალი გაიხსნება. ხელოვნების მოყვარულებს იუნესკოს კეთილი ნების ელჩი, ქართველი პიანისტი ელისო ბოლქვაძე და საქველმოქმედო ფონდი “ ლირა” გიმზადებენ დღესასწაულს. საპატიო სტუმრებს შორის შეერთებული შტატებისა და საფრანგეთის ელჩები იქნებიან.