სასამართლომ გოდერძი თევზაძე პატიმრობაში დატოვა

15 სექტემბერი 2016, 00:00 3765 ნახვა

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლერი თედორაძემ ძალაში დატოვა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 30 აგვისტოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც სამტრედიის პოლიციის თანამშრომელი გოდერძი თევზაძე წინასწარ ორთვიან პატიმრობაში რჩება.  იმ დროისთვის თევზაძე მიმალვაში იმყოფებოდა, თუმცა ორი დღის წინ სამართალდამცავებს ჩაბარდა. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას დაცვის მხარე სააპელაციო წესით გაასაჩივრებს.  დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებული პოლიციელის, გოდერძი თევზაძის ინტერესების დამცველი არ გამორიცხავს, რომ სტურუა მოკლული იყოს. 

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში