მინდია ლავასოღლის ექსტრადირებასთან დაკავშირებით, ოპოზიცია ხელისუფლებისგან პასუხს ითხოვს, აცხადებენ რომ პროცესები ხელოვნურად ჭიანურდება, რადგან ხელისუფლება წინასაარჩევნოდ, იყენებს ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტებს, რათა არჩევნებში მოხდეს ამომრჩევლების მობილიზება და მეტი ხმის მოგროვება.
ბრალდებას კატეგორიულად უარყოფენ ხელისუფლებაში, იუსტიციის მინისტრის თქმით ექსტრადიციაზე მოთხოვნა გაგზავნილია, რაც შეეხება კრიმინალური ავტორიტეტების გამოყენებას, თეა წულუკიანის თქმით ეს ნაციონალური მოძრაობის ხელწერა იყო.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, თუ თურქული მხარე ლავასოღლს საქართველოს გადმოსცემს, იგი აუცილებლად გასამართლდება. მინდია ლავასოღლს კრიმინალური სამყაროს წევრობა და ფულის გამოძალვა ედება ბრალად.