დღეს სომხეთის უშიშროების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი, გეორგი კუტოიანი ერევანში, ბინაში მოკლული იპოვეს. მას ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღიდან ჰქონდა მიყენებული.
გამომძიებელთა ჯგუფი ადგილზეა იმყოფება, ჯერ-ჯერობით სხვა დეტალები არ არის ცნობილი.
კუტოიანი 2012-დან 2018 წლამდე სომხეთის სახელმწიფო უშიშროების სამსახურს ხელმძღვანელობდა.
ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს.