პარლამენტის პლენარული სხდომა ოპოზიციის ბოიკოტის ფონზე მიმდინარეობს

17 იანვარი 2020, 15:01 1284 ნახვა

პარლამენტის პლენარული სხდომა ოპოზიციის ბოიკოტის ფონზე მიმდინარეობს. დეპუტატები ნიკა მელიას ადგილმონაცვლის ბადრი ბასიშვილისთვის უფლებამოსილების ცნობის საკითხზე მსჯელობენ.

უმრავლესობის წვერების ნაწილის განმარტებით, ეს ფორმალური პროცესია და მხარს დაუჭერენ, ნაწილი კი ფიქრობს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ კენჭისყრაში მონაწილეობას არ აპირებს, და  არც „ქართულმა ოცნებამ“ უნდა დაუჭიროს საკითხს მხარი.  

უმრავლესობის კიდევ ერთი წევრი ნუკრი ქანთარია კი კენჭისყრის გადადების ინიციატივით გამოდის. ოპოზიცია უმრავლესობას მოუწოდებს სპეკულაციებს თავი დაანებონ. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში