ექსტრადირების პროცესი ხელოვნურად გაჭიანურდა, რის გამოც მინდია გორაძე, იგივე ლავასოღლი თურქეთის ციხეს ტოვებს. ოპოზიცია ხელისუფლებისგან პასუხს ითხოვს, ინფორმაცია, რომ ე.წ. კანონიერი ქურდი საპატიმროს თებერვალში დატოვებს, თურქული გამოცემა „საბაჰი „ თურქეთის საგარეო უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
პატიმრობის ვადა ლავასოღლის სწორედ თებერვალში ეწურება, იმის გამო, რომ მისი ექსტრადირება საქართველოში დროულად არ მოხდა, თურქეთის ხელისუფლება იძულებულია გაათავისუფლოს. ბრალდებულს ჯგუფურად გამოძალვის ორგანიზებას ედავებიან.