ახალი სასწავლო წელი დაიწყო. აჭარაში ზარი 229 სკოლაში დაირეკა. გაკვეთილები მხოლოდ ბათუმის მე-17 საჯარო სკოლაში არ ჩატარდება. მიზეზი სარემონტო სამუშაოებია. ახალი სასწავლო წელი 53 ათას 861 მოსწავლისთვის განახლდა, მათგან 5 ათას 846-მა დღეს სკოლის კარი პირველად შეაღო. ქალაქის სხვადასხვა სკოლაში, მოსწავლეებს სწავლის დაწყება მიულოცეს მთავრობისა და თვითმმართველობის წევრებმა. საზეიმოდ გაიხსნა დღეს სოფელ ხაბელაშვილების ახლად რეაბილიტირებული საჯარო სკოლა.