ავიაკატასტროფაში დანაშაულის აღიარების შემდგომი ვითარება ირანში

15 იანვარი 2020, 20:30 1981 ნახვა

ირანელი ჟურნალისტების ნაწილი პროტესტის ნიშნად ტელევიზიებს ტოვებს. უკრაინული თვითმფრინავის ჩამოგდების შესახებ ინფორმაციის დამალვის შემდეგ სულ მცირე ორმა ჟურნალისტმა საზოგადოებრივი მაუწყებელი დატოვა და მაყურებელს ბოდიში მოუხადა. ბოდიში მოიხადა კიდევ ერთმა ტელეწამყვანმა 13 წლის განმავლობაში მაყურებლის მოტყუების გამო.

„არასოდეს დავბრუნდები ტელევიზიაში. მომიტევეთ“ - ამბობენ სხვა ჟურნალისტებიც. გამოცემა „გარდიანის“ ცნობით, ჟურნალისტების განცხადებები ხელისუფლების ლეგიტიმურობის კრიზისის გამოხატულებაა. პროტესტი ირანში მას შემდეგ დაიწყო, რაც ადგილობრივმა ხელისუფლებამ დაგვიანებით აღიარა უკრაინული ავიახაზების თვითმფრინავის შეცდომით ჩამოგდება. ამ ე.წ. შეცდომას 180-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში