რუსეთის ხელისუფლება გადადგა - დიმიტრი მედვედევი

15 იანვარი 2020, 17:42 2673 ნახვა

BBC-ის ინფორმაციით, რუსეთის ხელისუფლება გადადგა - ამის შესახებ განცხადება, რუსეთის პრემიერ მინისტრმა, დიმიტრი მედვედევმა გააკეთა.   რუსეთი  საკონსტიტუციო ცვლილებებს გეგმავს და პრეზიდენტ პუტინს გადაწყვეტილებების მიღებისა და განხორციელების საშუალება უნდა ჰქონდეს. 

"ამ ცვლილებებს დიდი ალბათობით განხილვის შემდეგ მიიღებენ. შეიცვლება კონსტიტუციის მთელი რიგი მუხლები, ამავდროულად ბალანსი სახელისუფლებო შტოებს შორის, როგორც საკანონმდებლო, ასევე სასამართლო ნაწილში" - განაცხადა მედვედევმა.  

განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას გაკეთდა, რომელსაც მინისტრთა კაბინეტის წევრებიც ესწრებოდნენ.  დიმიტრი მედვედევმა ასევე აღნიშნა, რომ ცვლილებების კონტექსტში,რუსეთის ხელისუფლებამ უნდა მისცეს პრეზიდენტ პუტინს გადაწყვეტილებების მიღების საშუალება და ამისთვის ყველა საშუალება უნდა გამოიყენონ. ამიტომ რუსეთის კონსტიტუციის 117 მუხლის თანახმად, მთავრობა გადადგა.

მტავრობის გადადგომამდე, ვლადიმერ პუტინმა განცხადება გააკეთა და თქვა, რომ  სურს, პრეზიდენტის უფლებამოსილების ნაწილი რუსეთის დუმას გადასცეს.  მისი ინიციატივით, პრემიერ-მინისტრის, ვიცე-პრემიერების, მინისტრებისა და ფედერალური მინისტრების კანდიდატურები დუმამ უნდა დაამტკიცოს. კონსტიტუციის ამჟამინდელი რედაქციით, მთავრობის შემადგენლობას პრეზიდენტი ამტკიცებს.

პუტინი ამბობს, რომ ცვლილების შემთხვევაში პრეზიდენტს უფლება არ ექნება უარყოს კანდიდატურა, რომელიც პარლამენტმა დაამტკიცა. ამავე დროს კი, იტოვებს უფლებას, რომ ნდობის დაკარგვის ან არასათანადოდ მუშაობის შემთხვევაში მთავრობის რომელიმე წევრი გადააყენოს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი