პაატა იმნაძე: “სასწავლო დაწესებულებებმა ექიმების რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინონ”

14 იანვარი 2020, 18:20 1719 ნახვა

გრიპის ვირუსების მატების დროს სასწავლო პროცესის შეწყვეტის პრაქტიკას  პოსტ საბჭოთა ქვეყნების ტრადიციად აფასებს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელი. პაატა იმნაძის თქმით, ბოლო დღეებში ამბულატორიულ დაწესებულებებში მიმართვიანობამ „მცირედით მოიმატა, თუმცა  საგანგაშო არა არის. “. მისი ინფორმაციით,ჰოსპიტალიზაციაში მძიმე მწვავე რესპირატორული დაავადებების წილი 3%-ით არის გაზრდილი. ერთი თვის წინ გრიპის ვირუსით გარდაცვალების ორი ფაქტი დაფიქსირდა. მედიკოსების მთავარ რეკომენდაცია კვლავ ვაქცინაცია, ხელების ხშირი დაბანა და სითხის მიღებაა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში