ძმები ნობელების მუზეუმის რეკონსტრუქციიდან 6 თვის შემდეგ შენობის მდგომარეობა გაუარესებულია

13 იანვარი 2020, 20:27 1774 ნახვა

ბათუმში ძმები ნობელების მუზეუმის რეკონსტრუქციიდან 6 თვის შემდეგ შენობის მდგომარეობა გაუარესებულია და უფუნქციო მიშენებაში წყალი დგას - ამის შესახებ ინფორმაცია „ფლანგვის დეტექტორმა“ გაავრცელა. ორგანიზაციის ცნობით ძეგლზე სამუშაოები “აჭარის მუზეუმის” დაკვეთით 2018 წელს დაიწყო. საგარანტიო ხელშეკრულების ვადა 3 წელია, მაგრამ ორგანიზაციამ სამუშაო შესრულებულად ჩათვალა და შემსრულებელი არ დაჯარიმებულა. „მთავარი“ ვითარებას ადგილზე გაეცნო. მუზეუმში გვითხრეს, რომ დაზიანებების და ხარვეზების გამოსწორება, კომპანიას სექტემბერში მოსთხოვეს. „მშენებელთა ჯგუფმა“ კი დაგვიანება ფინანსური პრობლემებით ახსნა და ხელახალი სამუშაოები ახლახან დაიწყო.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი