მაღალმთიან აჭარაში გზები თოვლისგან იწმინდება

13 იანვარი 2020, 16:48 2121 ნახვა

დიდთოვლობამ და უხვმა ნალექმა მაღალმთიან აჭარაში პრობლემები შექმნა. მეწყერი ჩამოწვა ქედაში სოფელ ხუნკუდაში. ჩამოწოლილი მიწის მასა აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლებმა გაწმინდეს.

თოვლის საფარმა შუახევის მუნიციპალიტეტში ერთ მეტრს მიაღწია, სადაც რამდენიმე მიმართულებით 7 ერთეული ტექნიკა მუშაობს და მიმდინარეობს გზების გაწმენდითი სამუშაოები. თოვლის საფარისგან გაიწმინდა გზა სოფელ ზედა გობრონეთში. მუნიციპალიტეტში გზები ამ ეტაპზე იწმინდება შემდეგი მიმართულებებით: კრიახიძეები, კარაპეტი, ნიგაზეული, ნენია, უცამბა. შუახევი-ჩირუხის გზა, ხიჭაური-ნაღვარევი, გომარდულის გზა, ხიჭაური-ახალდაბის გზა და წყაროთის მიმართულებით.

ხულოში კი, სადაც თოვლის საფარის სიმაღლემ 70-100 სანტიმეტრს მიაღწია 8 ერთეული ტექნიკა მუშაობს. თოვლის საფარისგან გაწმენდითი სამუშაოები დაახლოებით 15 სოფელში მიმდინარეობს. აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, უწყების ტექნიკა თოვლის საფარის წმენდას 24 საათიან, უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში