“ახალგაზრდა ლიდერები” განათლების რეფორმას აკრიტიკებენ

13 იანვარი 2020, 14:56 1967 ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ლიდერთა“ დამფუძნებელი ანზორ გუბაევი აცხადებს, რომ განათლების რეფორმა მმართველმა პარტიამ ფაქტობრივად შეაჩერა და მასწავლებლები, რომლებმაც სასერთიფიკაციო გამოცდები ჩააბარეს, ფაქტობრივად ვერ იღებენ  დანამატს.  

სერთიფიცირებულ მასწავლებელს მხოლოდ იმ შემთხვევაში მიეცემა დანამატი, თუ მისი განაკვეთი კვირაში მინიმუმ  13 საათი შეადგენს. გუბაევის ინფორმაციით,  ამჟამად აჭარის თითქმის ყველა სკოლაში მასწავლებლებს 13 საათზე ნაკლები დატვირთვა აქვთ.

მისივე ინფორმაციით, მასწავლებლებს ამ პრობლემის მოგვარებას ხელისუფლება 1 სექტემბრისათვის პირდება, რასაც მმართველი პარტია არჩევნებისთვის გამოიყენებს.

აჭარის განათლების სამინისტროში ამბობენ, რომ საკითხზე კომენტარს მოგვიანებით გააკეთებენ.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი