აჭარის მაღალმთიანეთში მეორე დღეა თოვს. მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარი ერთ მეტრს აღწევს. დაბაში კი დაახლოებით 10 სანტიმეტრია.
შუახევის მერიის ინფორმაციით, გზების გაწმენდა დაიწყო. მუნიციპალიტეტში ამ წუთებში 7 ერთეული ტექნიკა მუშაობს.
სამუშაოები მიმდინარეობს შემდეგი მიმართულებებით: კვიახიძეები, კარაპეტი, ნიგაზეული, ნენია, უჩამბა, შუახევი-ჩირუხი, ხიჭაური-ნაღვარევი, გომარდული, ხიჭაური-ახალდაბა და წყაროთა.
სოფელი შუბანი
უხვი ნალექის გამო, გვიან ღამით გორგილაძეების საცხოვრებელ სახლთან მეწყერი განვითარდა. მიწის მასა სახლთან ახლოს ჩამოწვა.
ფოტო: მელანო ებრალიძე