ქობულეთში, სოფელ ხალაში ძლიერი წვიმის შედეგად გორჯელაძეების საცხოვრებელ სახლთან მეწყერი განვითარდა. მიწის მასა სახლის ფერდთან ჩამოწვა. ინფორმაციას ქობულეთის მერია ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, ოჯახი ამ ეტაპზე უსაფრთხო ადგილასაა გადაყვანილი.
"შესაბამისი ტექნიკა მიწის მასის გაწმენდას, დილიდან დაიწყებს. უახლოეს პერიოდში ტერიტორიას გეოლოგები შეისწავლიან. წარმოდგენილი დასკვნის შესაბამისად კი განხორციელდება შემდგომი სამუშაოები" - წერია ქობულეთის მერის განცხადებაში.