ანტისამთავრობო პროტესტის წახალისებისთვის ირანში  ელჩი დააკავეს

12 იანვარი 2020, 12:09 995 ნახვა

თეირანში, ამირ ქაბირის უნივერსიტეტთან გამართულ აქციაზე დიდი ბრიტანეთის დესპანი რობ მაკაირი ანტი-სამთავრობო პროტესტი მონაწილეების წახალისებისთვის რამდენიმე საათით დააკავეს. სააგენტო „როიტერი“ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით იუწყება, რომ ირანის დედაქალაქის ქუჩებში ასობით ადამიანი მას შემდეგ გამოვიდა, რაც ქვეყნის მთავრობამ „უკრაინის ავიახაზების“ კუთვნილი სამგზავრო თვითმფრინავის „შეცდომით ჩამოგდება“ აღიარა.

თეირანის ქუჩებში გამოსულები გამოძიების ჩატარებას და დამნაშავეების დასჯას ითხოვდნენ. გარდა ამისა, ისინი ქვეყნის სულიერი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის გადადგომასაც მოითხოვდნენ. „როიტერის“ ინფორმაციით, აქციის მონაწილეებმა გარდაცვლილი გენერლის, ყასემ სოლეიმანის ფოტოებიც დახიეს. ამასთან, ირანული მედიის ინფორმაცით, აქცია პოლიციამ დაშალა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი