მერი თავდგირიძე სამსახურში აღდგენას მოითხოვს

15 სექტემბერი 2016, 00:00 4360 ნახვა

შუახევის კულტურის ცენტრიდან  გათავისუფლებული თანამშრომელი სამუშაოზე აღდგენას ითხოვს. მერი თავდგირიძის მტკიცებით 2015 წლის იანვარში, ის რეორგანიზაციის სახელით, სამსახურიდან უკანონოდ გაუშვეს. თავდგირიძემ კულტურის ცენტრში დაკავებული პოზიციის აღსადგენად სასამართლო ორჯერ მოიგო, რის გამოც სასამართლომ კომპენსაციის სახით შუახევის კულტურის ცენტრს 4 ათასი ლარის გადახდა დააკისრა.   შუახევის კულტურის ცენტრის დირექტორი ყოფილი თანამშრომლის ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდებს, ვახტანგ ბერიძის განცხადებით თავდგირიძის შტატი რეორგანიზაციის შედეგად გაუქმდა. 

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში