ოკუპირებულ აფხაზეთში დაწყებულ დაპირისპირებასთან დაკავშირებით, დღეს სპეციალური ბრიფინგი გამართა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ.
ჯემალ გამახარიას შეფასებით, ხაჯიმბას თანამდებობის დატოვება მოუწევს: მისი შეფასებით, ყველა, ვინც პოლიტიკურ ასპარეზზეა, რუსეთისმიერაა მართული. მისი თქმით, გუშინდელი მოვლენების ხელმძღვანელი და ხელმძღვანელები იყვნენ არა პოლიტიკური პარტიები და არამედ ერთი თვის წინ მოკლული კრიმინალების ნათესავები.