რამ გამოიწვია ავიაკატასტროფა?

10 იანვარი 2020, 11:52 1187 ნახვა

ირანმა შეცდომით ჩამოაგდო უკრაინული თვითმფრინავი. ამის შესახებ საერთაშორისო გამოცემები, ბიბისი, სიენენისიბიესი და სხვები იუწყებიან. მსოფლიოს წამყვანი მედიასაშუალებები ავრცელებენ ინფორმაციას, რომელშიც მათი თქმით, ჩანს, როგორ ეჯახება რაკეტა თეირანის ერთ-ერთი გარეუბნის თავზე უკრაინულ თვითმფრინავს.

ჯერჯერობით ოფიციალურ პირებს კადრების ავთენტურობა არ დაუდასტურებიათ, თუმცა შენობები, რომელიც ჩანს, ნამდვილად თეირანის იმ გარეუბანშია, რომელთანაც ავიაკატასტროფა მოხდა.

ირანის მიერ დაშვებულ შეცდომაზე საუბრობენ ამერიკელი, კანადელი და ბრიტანელი მაღალჩინოსნებიც. კანადის პრემიერის, ჯასტინ ტრუდოს თქმით, უკრაინული ხომალდი ირანულმა რაკეტამ ჩამოაგდო. 

შეცდომის შესახებ საუბრობს დონალდ ტრამპიც. შეგახსენებთ, უკრაინის ავიახაზების თვითმფრინავი თეირანში 8 იანვარს ჩამოვარდა, რა დროსაც ბორტზე მყოფი ყველა, 176 პირი, დაიღუპა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი