ამინდი, ბათუმი - ხვალ აჭარაში გამოიდარებს, კვირას კი ისევ იწვიმებს

10 იანვარი 2020, 10:30 2035 ნახვა

დღეს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე - დაბლობსა და ბარში წვიმიანი ამინდი შენარჩუნდება, ხვალ დღისით კი, ზეგ შუადღემდე ნალექი შეწყდება. ჰაერის დღის მაქსიმალური ტემპერატურა მხოლოდ +9, +11 გრადუსი იქნება, მთაში კი კვლავ იქნება -2, -4 გრადუსი ყინვა.

კვირას დღის მეორე ნახევრიდან ამინდი კვლავ შეიცვლება, გაძლიერდება დასავლეთის ქარი, მოსალოდნელია ნალექი, დაბლობში წვიმის, მთაში თოვლისა და ქარბუქის სახით.

ანალოგიური სიტუაციაა აჭარაშიც, სანაპირო ზოლში ხვალ დღისით გამოიდარებს, მთიან ზონაში თოვა შეწყდება, კვირას ნაშუადრევს კი კვლავ გაავდრდება.

 

ფოტო:Wild horn

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი