პირველად აჭარაში საცხოვრისი ფსიქონევროლოგიური პაციენტებისთვის

09 იანვარი 2020, 14:24 2444 ნახვა

სტაციონარის ნაცვლად ოჯახურ გარემოში  ფსიქიკური სერვისების მიღება - საპილოტე პროგრამა  აჭარის  ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტით ფინანსდება და  ბათუმის სამედიცინო ცენტრის ბაზაზე ხორციელდება.

გრძელვადიანი  დაყოვნების პაციენტებისთვის  არასტაციონალური გარემოს შექმნას  სახალხო დამცველი და აჭარის უმაღლესი საბჭო ითხოვდა. გარდა ამისა საქართველოს პარლამენტის  მიერ დამტკიცებული გრძელვადიანი  გეგმის მიხედვით მსგავსი საოჯახო ტიპის საცხოვრისები ფსიქონერვოლოგიური  პაციენტებისთვის 2020 წლისთვის უკვე ამოქმედებული უნდა ყოფილიყო.  

პირველ ეტაპზე  24 ბენეფიციარისთვის ფართი  ანდრია პირვეწოდებულის  ქუჩაზე არსებულ სასტუმროში იქირავეს. როგორც  ბათუმის სამედიცინო ცენტრის ხელმძღვანელობა აცხადებს შესაბამისი სახლის მშენებლობა დაწყებულია თუმცა  მაისამდე ვერ დასრულდება ამიტომ  პროექტი  ამ სახით დაიწყო.

ხათუნა შუშანიძე
ჟურნალისტი და წამყვანი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი