ამერიკა ირანს ეკონომიკურ სანქციებს უწესებს 

08 იანვარი 2020, 21:41 1504 ნახვა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ ირანს ახალ სანქციებს დაუწესებენ და ეს სანქციები მანამ გაგრძელდება, სანამ ირანი ქცევას არ შეცვლის.

დონალდ ტრამპის თქმით, მხოლოდ ბოლო თვეებში ირანმა საერთაშორისო წყლებში ჩაძირა გემები, არაპროგნოზირებულად დაესხა თავს საუდის არაბეთს და ჩამოაგდო ორი ამერიკული თვითმფრინავი.

პრეზიდენტის განცხადებით, ირანმა უარი უნდა განაცხადოს ბირთვულ ამბიციებზე და შეწყვიტოს ტერორიზმის დაფინანსება. მან ასევე ისაუბრა ერაყში მოკლულ ირანელ გენერალ ყასემ სოლეიმანზე და მას ბაღდადში აშშ-ის საელჩოზე განხორციელებულ თავდასხმაში, ასევე ერაყელებისა და ამერიკელების მკვლელობაზე დააკისრა პასუხისმგებლობა.

„ირანი ტერორიზმის წამყვანი სპონსორია. ბირთვული იარაღი საფრთხეს უქმნის ცივილიზებულ მსოფლიოს. ჩვენ ამას არასდროს დავუშვებთ. გასულ კვირას ჩვენ მივიღეთ გადამწყვეტი ზომა, შეგვეჩერებინა ყველაზე დაუნდობელი ტერორისტი, რომელიც ამერიკელების სიცოცხლეს უქმნიდა საფრთხეს. ჩემი მითითებით აშშ-სამხედროებმა მოახდინეს ტერორისტ სოლეიმანის ლიკვიდაცია, რომელიც ბევრ საშინელებაზეა პასუხისმგებელი'', - განაცხადა ტრამპმა. 

ამერიკის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ერაყში ორი ამერიკული სამხედრო ბაზაზე ირანელებმა ბალისტიკური რაკეტები დაუშვეს.  ამერიკული სამხედრო ბაზების მიმართულებით სულ მცირე 12 რაკეტა ისროლეს. თავდასხმა გასულ კვირას ირანელი გენერლის, სოლეიმანის ლიკვიდაციას უკავშირდება. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი