ავსტრალიაში ხანძრის განზრახ გაჩენის ბრალდება 24 პირს წაუყენეს. გამოძიება კი ჯამში პოლიციამ 183 ადამიანის წინააღმდეგ დაიწყო, მათ შორის 40 არასრულწლოვანია. ნაწილმა გაფრთხილება მიიღო, ნაწილს კი სისხლის სამართლის წესით ედავებიან.
დაკავებები რამდენიმე ქალაქში განხორციელდა. ოფიციალური ცნობებით ეჭვმიტანილების ნაწილმა ანთებული სიგარეტი გადააგდო, ფოიერვერკი გაუშვა ან ხანძრის პრევენციისთვის წესები არ დაიცვა, რამაც ხანძრის გაჩენა გამოიწვია. ტყის მასშტაბურ ხანძარს უკვე რამდენიმე თვეა ებრძვიან. სტიქიამ 26 ადამიანი და ნახევარ მილიარდზე მეტი ცხოველი შეიწირა. დაიწვა ორი ათასამდე საცხოვრებელი სახლი.