ალილოს მსვლელობა 12 საათზე დაიწყო ქობულეთში. მასში ქობულეთის ღვთისმშობლის შობის და წმინდა კირიონ კათალიკოსის ტაძრის მრევლი და სასულიერო პირები მონაწილეობდნენ. ალილოს მონაწილეებს მოქალაქეები შეუერთდნენ.
ქრისტეს მახარობლებს ტკბილეული და საახალწლო ნობათი ქობულეთის მერიის თანამშრომლებმა გადასცეს.