ე.წ. შავი სია - ოპოზიციის ლიდერები კვლავ ლეიბორისტული პარტიის ოფისში შეიკრიბნენ

06 იანვარი 2020, 18:04 1644 ნახვა

ოპოზიციის ლიდერები კვლავ ლეიბორისტული პარტიის ოფისში შეიკრიბნენ, შეხვედრა რამდენიმე წუთის წინ დაიწყო, როგორც ცნობილია ერთ-ერთი მთავარი თემა ე.წ. შავი სიაა, ლიდერების განცხადებით სიაში იმ პირებს შეიყვანენ, რომლებიც საზოგადოებაზე პოლიტიკურ ზეწოლას ახორციელებენ, მათ შორის საუბარია მოსამართლეებზე, პროკურორებსა და პოლიტიკური თანამდებობის პირებზე, სიის საბოლოო ვერსიის გამოქვეყნების ზუსტი თარიღი უცნობია, თუმცა ვარაუდობენ,რომ მისი შემადგენლობის შესახებ 15 იანვრამდე გახდება ცნობილი. დღევანდელი შეხვედრის შემდეგ შესაძლოა რამდენიმე გვარიც გასაჯაროვდეს. ასევე საუბარი შეეხება დაზარალებულთა სიასაც,ეს ის პირებია, რომლებიც ოპოზიციის თქმით „შავი სიის“ ფიგურანტებმა დააზარალეს.   

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში