მისაღები და სასურველი იქნებოდა, რომ დეკანოზი გათავისუფლებულიყო - საპატრიარქო

06 იანვარი 2020, 15:05 1500 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს დეკანოზი გიორგი მამალაძე არ შეიწყალა. საკითხთან დაკავშირებით საპატრიარქოში ბრიფინგი გაიმართა. პრესსპიკერმა ანდრია ჯაღმაიძემ თქვა, რომ დეკანოზის გათავისუფლება მათთვის სასურველი და მისაღები იქნებოდა. ამით კი, სპეკულაციები და სპექტაკლები საბოლოოდ დასრულდებოდა. 

მისივე განცხადებით, გარკვეული პირები ეკლესიის წინააღმდეგ საბრძოლველად ხშირად იყენებენ აღნიშნულ საქმეს. 

''რადგან ინტერესი დიდი და იყო ზარები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, გადავწყვიტეთ საქართველოს პრეზიდენტის დღევანდელ შეწყალების აქტს გამოვეხმაუროთ. მიუხედავად თითქმის სამწლიანი დაუსაბუთებელი ბრალდებებისა ეკლესიის მიმართ, შეწყალების შუამდგომლობის გადაწყვეტილება, უწმინდესის ინიციატივით მიიღო წმინდა სინოდმა. სინოდის მიერ შედგენილი წერილი გაეგზავნა პრეზიდენტს, არის უმაღლესი ლეგიტიმაციის და ეს ეკლესიის ნებას გამოხატავს. 

პრეზიდენტმა გაასაჯაროვა საკუთარი გადაწყვეტილება, გამოხტა თავისი დამოკიდებულება და დაასაბუთა რატომ ვერ მოხვდა მამალაძე შეწყალებულთა სიაში. 

რომ აღარ ვისაუბროთ იმაზე, რომ სინოდის გადაწყვეტილება ჩვენთის არის ძალიან მნიშვნელოვანი, ადამიანური ფაქტორი და დამოკიდებულება პატიმრისადმი ისედაც გულმოწყალებას გულისხმობს. ჩვენთვის მნიშვნელოვანი, მისაღები და სასურველი იქნებოდა რომ დეკანოზი გათავისუფლებულიყო. 

თუნდაც იმიტომ, რომ ეკლესიის მიმართ დაწყებული ეს პერფორმანსი დამთავრდებოდა. ამ ფაქტორს და მდგომარეობას ძალიან დიდი სპეკულაციები მოჰყვა. ჩვენი აზრით ბევრმა ადამინმა ისარგებლა ამით, რომ ეკლესიის წინააღმდეგ გამოეყენებინა. მძევლად არის გიორგი მამალაძე იმ ხალხის ხელში, ვისაც ეკლესიის წინააღმდეგ საბრძოლველად დივიდენდების მოპოვება სურს. 

სურვილი, რომ დეკანოზი გათავისუფლებულიყო შეიძლება ამ კუთხითაც გავზომოთ, რომ ამით დასრულდებოდა სპეკულაციები და სპექტაკლი'' - განაცხადა ბრიფინგზე ანდრია ჯაღმაიძემ. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი