მთის კანონის ფარგლებში მაღალმთიანი სოფლების მოსახლეობამ დღეიდან გაზრდილი პენსია მიიღო, თუმცა მათ რიცხვში არ არიან მაჭახლის ხეობის მცხოვრებლები, ისინი ვერც იმ შეღავათებით ისარგებლებენ, რომლებიც 1 იანვრიდან ამოქმედდება. ადგილობრივები მაღალმთიანის სტატუსის მოპოვებას დღემდე უშედეგოდ ითხოვენ.