დონალდ ტრამპს „კოსტიუმში გამოწყობილი ტერორისტი“ უწოდა, ირანელმა მინისტრმა. განცხადება ირანის ინფორმაციისა და ტელეკომუნიკაციების მინისტრმა „ტვიტერის“ გვერდზე მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც აშშ-ის ლიდერი თეირანს 52 სამიზნეზე დარტყმით დაემუქრა.
„როგორც ისლამური სახელმწიფო, როგორც ჰიტლერი, როგორც ჩინგიზ-ყაენი! მათ ყველას ეზიზღებათ კულტურები. ტრამპი არის ტერორისტი კოსტიუმში. ის სულ მალე ისწავლის ისტორიას, რომ არავის ძალუძს „დიდი ირანელი ხალხისა და კულტურის“ დამარცხება“, – წერს „ტვიტერის“ გვერდზე ირანელი მინისტრი.