ავსტრალიის ხელისუფლება ტყის ხანძართან საბრძოლველად სტიქიის ზონაში სამი ათას სამხედრო მოსამსახურეს გაგზავნის. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, სკოტ მორისონმა განაცხადა.
ადგილობრივი მედიის ცნობით ეს ქვეყნის ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როდესაც სტიქიასთან საბრძოლველად აღნიშნული რაოდენობის სამხედრო მოსამსახურეები ჩაერთვებიან.
ახალი სამხრეთ უელსისა და ვიქტორიას შტატებში მძვინვარე ხანძრის ლოკალიზებისთვის სამი სამუშაო ჯგუფი შეიქმნა. მათი მთავარი მიზანი ადგილობრივი მოსახლეობისთვის დახმარების გაწევა იქნება.
ახალი სამხრეთ უელსის შტატის სახანძრო სამსახური მოსახლეობას მოუწოდებს, ტერიტორიის დატოვებას აღარ შეეცადონ და თავშესაფარი ადგილზევე ეძებენ.
მიმდინარე კვირაში ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა. დაკარგულად კი ამ დროისთვის 21 ადამიანი ითვლება.
ავსტრალიაში ტყის მასშტაბური ხანძრები 2019 წლის სექტემბრის შემდეგ მძვინვარებს. სტიქიამ 5,5 მილიონი ჰექტარი მიწის ნაკვეთი გადაწვა.
ფოტო: bbc