ბათუმში კიდევ ერთ ბელეტაჟის ტიპის სახლს დაანგრევენ

03 იანვარი 2020, 18:18 3616 ნახვა

კიდევ ერთ, ბათუმისთვის დამახასიათებელ, ბელეტაჟის ტიპის სახლს დაანგრევენ. ფარნავაზ მეფის 98 -ში შენარჩუნდება მხოლოდ სახლის ფასადი. გვერდით კი დაანგრევენ  ორსართულიან სახლს, რომელიც ხანძრის შედეგად დაიწვა.    

აღნიშნულ მისამართზე  კომპანია „თბილისიმოლი-ელიტი“ 9 სართულიან კორპუსს აშენებს. სამშენებლო ღობეზე გაკრულია ნებართვა, რომელიც ბათუმის მერიას 2019 წლის 24 დეკემბერს აქვს გაცემული. საზოგადოება ბათომის წევრი შოთა გუჯაბიძე ამბობს, რომ ეს სახლები ძეგლი არაა,თუმცა ძეგლის დაცვის ზონაშია,   ამიტომაც აქ, ამ ტერიტორიაზე მრავალბილიანი სახლების მშენებლობა არასწორია. სახლებიდან ამ დროისთვის მაცხოვრებლებს ავეჯი გააქვთ. ამბობენ, რომ ეს სახლები არც ძეგლია და არც ისტორიულია. მას შემდეგ კი რაც მეზობლად მდებარე საცხოვრებელი  დაიწვა მათი ბედით არავინ დაინტერესებულა. ოჯახების ნაწილი ამ დრომდე ქირით ცხოვრობს.  მაცხოვრებლები  ინვესტორის გადაწყვეტილებას, რომ 15 ოჯახი ახალი ფართებით დააკმაყოფილოს და ააშენოს ახალი კორპუსი, მიესალმებიან.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი