ბათუმში დაშავებული ქვეითი საავადმყოფოდან გაწერეს - კიდევ ერთი ავტოსაგზაო შემთხვევა

02 იანვარი 2020, 13:00 1811 ნახვა

ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე ავტომობილი ქვეითს დაეჯახა. შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა. 42 წლის მამაკაცი თავის ღია ჭრილობით სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

სამედიცინო დაწესებულებაში დაშავებულს მედიკოსებმა დახმარება გაუწიეს და ბინაზე გაწერეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს იმის მიერ, ვინც მას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი