ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე გუშინ საღამოს მსუბუქი ავტომობილი ქვეითს დაეჯახა. შუა ხნის ქალი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადას ადგილზე გარდაცვლილი დახვდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით საქმეზე გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
ფოტო:არქივი