გრიპის გართულებების შემთხვევები გასულ წელთან შედარებით ორჯერ ნაკლებია - დაავადებათა კონტროლის ცენტრი 

30 დეკემბერი 2019, 17:40 1185 ნახვა

გრიპის სეზონური ვირუსებითა და გრიპის მაგვარი დაავადებებით ავადობის მაჩვენებელმა 100 ათას ადამიანზე 312 ადამიანი შეადგინა. გასული კვირის მონაცემები დაავადებათა კონტროლის ცენტრის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.მონაცემების თანახმად, აღნიშნული მაჩვენებელი აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის სტატისტიკას, რომელიც 277-ს შეადგენდა.

გასულ კვირაში ქვეყნის მასშტაბით დაფიქსირებული ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლის მხოლოდ 19% მოდის გრიპსა და გრიპის მაგვარ დაავადებებზე, შარშან ანალოგიურ პერიოდში კი ეს მონაცემი თითქმის 42%-ს შეადგენდა. 

ზამთრის მიმდინარე სეზონზე, გრიპის გართულების გამო, გარდაცვალების ორი შემთხვევა დაფიქსირდა. ამ ეტაპზე გრიპის ვირუსებს შორის გავრცელებულია როგორც „ა“, ისე „ბ“ ტიპის ვირუსები, თუმცა მათი გავრცელების მასშტაბები მაღალი არ არის.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში აცხადებენ, რომ ავადობის მაჩვენებელი გაზრდილია, მაგრამ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით შემთხვევები ნაკლებია. ძირითადად ''ბ'' ტიპის ვირუსი ცირკულირებს. 

სამედიცინო დაწესებულებებში გაზრდილია მიმართვიანობაც, თუმცა ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები ნაკლებია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი