რუსეთი საქართველოს ოკუპირებული რეგიონებისთვის 15 მილიარდ რუბლს გამოყოფს

14 სექტემბერი 2016, 00:00 2847 ნახვა

რუსეთი 2019 წლამდე საქართველოს ოკუპირებული რეგიონებისთვის ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთისთვის 15 მილიარდამდე რუბლის გამოყოფას აპირებს.''რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, ამის შესახებ საუბარია ფინანსთა სამინისტროს წერილში, რომელიც უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ინფორმაციის თანახმად, ბიუჯეტში, ფინანსური დახმარების მიზნით, აფხაზეთის ეკონომიკური განვითარებისთვის 2017-19 წლებში ჩადებულია 3 მილიარდი რუბლი, ე.წ. სამხრეთ ოსეთისთვის კი, იმავე მიზნებისთვის - 4.6 მილიარდი რუბლი. ამავე ინფორმაციის თანახმად, აფხაზეთში საბიუჯეტო ინვესტიციების მხარდაჭერისთვის 4 მილიარდი რუბლი გამოიყოფა, ცხინვალის რეგიონისთვის კი 3 მილიარდი.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი