ოთხი ტელეკომპანიის ანგარიშებს ინკასო ადევს

27 დეკემბერი 2019, 20:22 2251 ნახვა

შერჩევითი მიდგომა, ხელების გადაგრეხა და კრიტიკული მედიის შეფერხების სურვილი - ასეთი განცხადებები გააკეთეს ინკასოდადებული ტელევიზიების წარმომადგენლებმა, მინისტრთან შეხვედრის შემდეგ. ამბობენ, რომ ხელისუფლება „იმედს,“ „მაესტროს“ და „რუსთავი 2-ს“ მილიონებს პრაქტიკულად პატიობს, რადგან მათ ჯამში ძველი, 55-მილიონიანი  ვალის გადახდის გადანაწილებას 10 წელზე აპირებს. ეს კი არაა თანაბარი მიდგომა. „კავკასია“ საკუთარი მიმდინარე ვალის, რომელიც 26 ათასი ლარია, ერთ წელზე გაწერას მოითხოვს. თანაბარ მიდგომას და 2 კვირით გადავადებას ითხოვს „ტვ პირველიც.  ინგა გრიგოლიამ შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა. მოგვიანებით შერჩევით გადაწყვეტილებებთან ერთად მინისტრის ტერმინოლოგიაზეც ისაუბრა, რომელიც მისი თქმით მაჭავარიანმა მისი წინამორბედების მისამართით გამოიყენა. მაჭავარიანმა კი გრიგოლია სიცრუესა და შანტაჟში დაადანაშაულა. რაც შეეხება დიდი ტელევიზიებისთვის შეღავათის გაწევას - მინისტრი ირწმუნება, რომ ჯერ-ჯერობით შეთანხმება მიღწეული არაა.

ირინა ყურუა
წამყვანი და რედაქტორი

ამავე კატეგორიაში