„ტვ პირველის“ , „კავკასიის“ და რუსთავი 2 - ის ანგარიშებს ინკასო დაედო

26 დეკემბერი 2019, 18:29 2231 ნახვა

ინკასო ტელეკომპანია "პირველს", "რუსთავი 2"-სა და "კავკასიას" - ფინანსთა სამინისტრო კომპანიებისგან დავალიანების დაფარვას ითხოვს. ფაქტს პოლიტიკოსები ორმაგ სტანდარტად და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის მცდელობად აფასებენ.

ინკასო დადებულ ტელევიზიებს სოლიდარობა მოძრაობა "სირცხვილიამ" და "შეცვალემ" აქციით გამოუცხადეს, რომლებიც ხელისუფლების მხრიდან ტელევიზიებს არათანაბარ პირობებში ჩაყენებაზე საუბრობს. მმართველი გუნდის პოზიცია, რომელიც ორმაგ სტანდარტს გამორიცხავს, კი ასეთია: „კერძო ტელევიზიები გადასახადების გადამხდელების ხარჯზე არ უნდა ფუნქციონირებდნენ“. პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე საუბრობენ ტელევიზიების ხელმძღვანელები.

თეონა თურმანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში